Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მარტიდან ლარსი გაიხსნება


ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ 1 მარტიდან რუსეთთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის ამ მონაკვეთის გახსნის შესახებ მან ნოტით აცნობა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციაში. ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე ყოველდღიურად 6.00-დან 22.00 საათამდე იმუშავებს, 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე კი - 7.00-დან 19.00 საათამდე. გამშვებ პუნქტზე იკრძალება სახელმწიფო საზღვრის ქვეითად გადაკვეთა, "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე, საქართველოს ვიზები არ გაიცემა.
XS
SM
MD
LG