Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე", აქცია მოაწყო


ისრაელის პოლიცია იერუსალიმში შევიდა „ტაძრის მთად“ წოდებულ ტერიტორიაზე, რომელიც წმინდა ადგილია მაჰმადიანებისა და ებრაელებისთვის. იქ ამჟამად მდებარეობს ალ-აყსას მეჩეთი. პოლიციის აქციის მიზანი იყო პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა შეჩერება. მიღებული ცნობების თანახმად, დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. პოლიციის წარმომადგენლის, მიკი როზენფელდის თქმით, პალესტინელებმა ქვები დაუშინეს ტურისტებს. მისივე ინფორმაციით, 7 პირი დააკავეს. პალესტინელები თვლიდნენ, რომ იქ მყოფნი ისრაელები ექსტრემისტები იყვნენ. პალესტინელთა წყაროს თანახმად, დაშავდა15 პირი.
XS
SM
MD
LG