Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში არჩევნების წინასწარი შედეგებით, სამხრეთში პრემიერ-მინისტრის კოალიცის ლიდერობს


ერაყში საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის კოალიცია ლიდერობს, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ სამხრეთში. ნაჯაფისა და ბაბილის გუბერნიებში ხმების 30-მდე პროცენტის დათვლის საფუძველზე იუწყებიან, რომ მალიკის კოალიცია 20 000-ზე მეტი ხმით უსწრებს ამ დროისთვის მეორე ადგილზე მყოფ ერაყის ეროვნულ ალიანსს, ასევე შიიტ კონკურენტს. საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირა არ იქნება ცნობილი. ერთი რომელიმე ალიანსის დიდი უპირატესობით გამარჯვება მოსალოდნელი არ არის და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG