Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერის ინიციატორმა პარიებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს კახეთისკენ


პრაიმერის ინიციატორმა ოპოზიციამ საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები და მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებთან ერთად, საპროტესტო მსვლელობა დღეს თბილისიდან კახეთის მიმართულებით გამართეს და გურჯაანის მოსახლეობას შეხვდნენ. მსვლელობის დაწყებამდე პრაიმერის ინიციატორებმა დანარჩენ ოპოზიციას კვლავ მოუწოდეს, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას დათანხმდეს. შეგახსენებთ, რომ ამ მეთოდით მერობის, პრაიმერით კი - საკრებულოს წევრობის კანდიდატთა გამოვლენის მსურველებს, ინიციატორებმა ვადა 28 მარტამდე დაუწესეს.
XS
SM
MD
LG