ყანდაარის გუბერნატორი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს ავღანეთის ამ სამხრეთულ პროვინციაში უფრო მეტი სამხედრო მიავლინონ. გუბერნატორი ამ განცხადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთი დღით აფრე ქალაქში მომხდარმა აფეთქებებმა სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიჭრა 50 ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობა ყანდაარში ჩაისახა. მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში თალიბთა წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ, ნატოსა და ავღანეთის სამხედროები ახლა ყანდაარზე გეგმავენ შეტევას.
ყველაზე პოპულარული
1