Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა მომხრეებისადმი მიმართვაში დაადასტურა, რომ არ აპირებს გადაგომას


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა, გასულ კვირაში ხელისუფლებიდან მისი განდევნის შემდეგ, პირველი საჯარო გამოსვლისას ოპონენტები გააკრიტიკა და პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე უარი თქვა. ბაკიევი მომხრეების წინაშე გამოვიდა მშობლიურ სოფელ ტეიტში, რომელიც სამხრეთ ყირგიზეთში მდებარეობს. 7 აპრილს ბიშკეკში პოლიციამ და ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც ბაკიევის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ. დაიღუპა, სულ ცოტა, 81 ადამიანი. ბაკიევი ბიშკეკიდან გაიქცა და მას ჩაენაცვლა გარდამავალი პერიოდის მთავრობა, რომელიც ბაკიევის გადადგომას მოითხოვს და მისი დაპატიმრებით იმუქრება. ჩვენი რადიოს კორეპსონდენტის ცნობით, ბაკიევმა მომხრეებს მოუწოდა, სამშბათიდან საპროტესტო აქციებზე შეკრებისაკენ სამხრეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის ჯალალაბადში.
XS
SM
MD
LG