პოლონეთის პირველი ლედის ცხედარი მოსკოვიდან ვარშავაში გადაასვენეს. ლეხ და მარია კაჩინსკებთან გამოთხოვების საჯარო ცერემონია პრეზიდენტის სასახლის პირველ სართულზე გაიმართება. სააგენტო ფრანს-პრესი პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსზე იაცეკ სასინზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტს და პირველ ლედის 18 აპრილს დაკრძალავენ. ამჟამად მზადდება კიდევ რამდენიმე სპეციალური ავაირეისი, რომლითაც მოსკოვიდან ვარშავაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ყველა ადამიანს გადაასვენებენ. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთაგან თითქმის ნახევარი უკვე ამოცნობილია. პირველად პრეზიდენტ კაჩინსკის იდენტიფიცირება მოხდა. ის ვარშავაში კვირას ჩაასვენეს, სადაც მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ათი ათასობით მოქალაქე მივიდა.შეგახსენებთ, რომ ათ აპრილს სმოლენსკთან მომხდარმა კატასტროფამ პოლონეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის გარდა, კიდევ 94 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს პოლონური საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ზბიგნევ ჟეპამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ თვითმფრინავ ტუ-154-ის ორი საბორტო თვითჩამწერის მონაცემთა გაშიფვრა ხუთშაბათისთვის დასრულდება და ექსპერტებს ფრენის მიმდინარეობის პროცესის აღდგენის საშუალებას მისცემს.
ყველაზე პოპულარული
1