Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ფლოტს იჯარის ვადა გაუგრძელა


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინაში, შავ ზღვაში რუსეთის ფლოტისთვის 2017 წლის შემდეგ იჯარის ვადის გაგრძელების თაობაზე. უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მედვედევს უკრაინაში შეხვდა გაზის საფასურის თაობაზე ახალი ხელშეკრულების განხილვის მიზნით. ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოს თქმით, უკრაინის მხარე ახალ საშუალო ფასად ათას კუბურ მეტრ გაზზე დაახლოებით 240 ამერიკულ დოლარს ითხოვს. უკრაინის მთავრობის თქმით, ამჟამინდელმა ფასმა - დაახლოებით 330 დოლარმა - ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა ძალიან დააზარალოს. გაზზე ნაკლები საფასურის დაწესება უკრაინას ესაჭიროება 2010 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად - ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან კრედიტის მიღების პროცესის განახლებისთვის.
XS
SM
MD
LG