Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალინი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს


ტალინი მასპინძლობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელზეც ბირთვული განიარაღებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგში დგას ავღანეთში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხიც. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს ბირთვული არსენალი. მისივე თქმით, ნატოს სჭირდება ანტისარაკეტო თავდაცვის ფარი, რომელიც ყველა ნატოელ მოკავშირეს დაიცავდა. ნოემბერში ლისაბონში გაიმართება ნატოს სამიტი ალიანსის ახალ სტრატეგიაზე მოსალაპარაკებლად და მოსალოდნელია, რომ ტალინში საგარეო საქმეთა მინისტრები შეუდგებიან სტრატეგიის მთავარ საკითხებზე მსჯელობას.
XS
SM
MD
LG