Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდი არ მიუნიჭებია


საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ერთიან საჰაერო სივრცეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სრულად აღიარებს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჭიჭინაძემ. მისი განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდი არ მიუნიჭებია. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ლევან ჭიჭინაძე პარიზში შეხვდა. მისი განცხადებით, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ავიარეისების შესრულება სრულიად უპერსპექტივოა.
XS
SM
MD
LG