ზესტაფონში გაიფიცნენ ფეროშენადნობთა ქარხნის მუშები, რომლებსაც ჭიათურიდან მაღაროელებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პრობლემათა მოსაგვარებლად მოლაპარაკებას საწარმოს გენერალურ დირექტორთან დაჰპირდნენ. გაფიცულები პროფკავშირების წევრობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებას, ხელფასის გაზრდას და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცვის გამო ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა დღეს დილიდან შეწყვიტა.
ყველაზე პოპულარული
1