Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დეპუტატობის 52 კანდიდატის მიერ მიღებული ხმები გააბათილეს


ერაყში მოსამართლეთა საბჭომ გააბათილა დეპუტატობის 52 კანდიდატის მიერ მიღებული ხმები აკრძალულ, სადამ ჰუსეინის ბაათის პარტიასთან მათი კავშირების გამო. ეს ნაბიჯი ეჭვქვეშ აყენებს მარტის საპარლამენტო არჩევნების მთლიან შედეგს.
ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიად ალაუიმ განაცხადა, რომ მისი სეკულარული ბლოკი, „ალ ირაყია“ დაავალა ადვოკატებს, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება გაბათილების შესახებ. ალაუიმ ანკარაში, თურქეთში განაცხადა, რომ მისი ბლოკი ძლიერაა შეშფოთებული ერაყში, ზოგაერიი ჯგუფის მიერ პოლიტიკური პროცესების კონტროლის გამო.
სამართლისა და პასუხისმგებლობის საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს 7 მარტის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებულ მინიმუმ ორ კანდიდატზე. სუნიტების მხარდაჭერით მოქმედმა ალიანსმა 325 ადგილიან პარლამენტში 91 ადგილი მოიპოვა. შიიტი პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიქის კოალიციამ - 89 ადგილი. საბჭოს გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაღდადში ხმების ხელახალი დათვის პროცესის დაწყებამდე, რასაც ასევე შეუძლია შედეგის შეცვლა.
XS
SM
MD
LG