Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში აშშ-ს საჰაერო ბაზისთვის საწვავის „კორუფციული გზებით“ მიწოდების გამოძიება დაიწყო


ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ დაიწყო იმ კონტრაქტების გამოძიება, რომლებიც მის ტერიტორიაზე მოქმედ აშშ-ს საჰაერო ბაზისთვის საწვავის მიწოდებას უკავშირდება. გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიება შეეცდება დაადგინოს, რა მოცულობის პოტენციური ზარალი მიადგა სახელმწიფოს. როგორც ვარაუდობენ, მანასის საჰაერო ბაზას მთლიანობაში 1.8 მილიონი ტონა საწვავი მიეწოდა ისე, რომ მიმწოდებელს გადასახადები არ ჰქონდა გადახდილი. შაბათს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამხობილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ვაჟის, მაქსიმ ბაკიევის სახელი დაუკავშირდა კორუფციულ გარიგებას, რომელიც აშშ-ს საჰაერო ბაზისთვის საწვავის მიწოდებას ეხება.
XS
SM
MD
LG