Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის მინისტრები და სსფ საბერძნეთს 110 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან


ევროპის ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დაამტკიცებენ საბერძნეთის ეკონომიკის გადარჩენის 110 მილიარდი ევროს მოცულობის გეგმას. ეს არის ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება, რომელიც ერთი ქვეყნისთვის განისაზღვრა. 80 მილიარდ ევროს ევროზონის ქვეყნები გაიღებენ, დანარჩენ 30 მილიარდ ევროს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი. გუშინ ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში განაცხადა: ”საბერძნეთის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ, ევროპის მინისტრები დღეს შეთანხმდნენ, რომ აამოქმედონ სტაბილურობის ხელშეწყობის გეგმა, რაც საბერძნეთისთვის ორმხრივ რეჟიმში სესხების გაცემას ითვალისწინებს და რაც ცენტრალიზებულად იქნება მოზიდული ევროკომისიის მიერ 11 აპრილის განცხადებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად”. ევროზონის მინისტრებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნაბიჯის საპასუხოდ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგე პაპანდრეუმ ხარჯების შემცირებისა და გადასახადების გაზრდის შესახებ გამოაცხადა, რაც ათეულობით მილიარდ ევროს მოიცავს. პაპანდრეუ აცხადებს, რომ საბერძნეთი მზად უნდა იყოს მსხვერპლისთვის თავისი ფინანსური საქმეების მოსაწესრიგებლად.
XS
SM
MD
LG