ავღანეთში, ნატოს განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო პირები სამხრეთში, გზის პირას მომხდარი სხვადასხვა აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ნატოს განცხადება არ მოიცავს ინფორმაციას მათი ეროვნების შესახებ, თუმცა, კანადის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მისი ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. წელს ავღანეთში ნატოს 170-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა მოკლული. მათი უმრავლესობა, ნატოს განცხადებით, გზის პირას ბომბების აფეთქების შედეგად.
ყველაზე პოპულარული
1