Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 მაისს მომხდარი დაპირისპირების გამო ბესელიამ გამოძიების დაწყება მოითხოვა


თბილისში, მანიფესტანტებსა და სპეცრაზმელებს შორის 6 მაისს მომხდარი დაპირისპირების გამო, საზოგადოებრივი მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერმა ეკა ბესელიამ გამოძიების დაწყება მოითხოვა. მისი შეფასებით, სისხლის სამართლის საქმე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, დევნისა და სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ხელყოფის მუხლებით უნდა აღიძრას. მომხდარის გამო, ეკა ბესელიამ პასუხისმგენლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და შს-თა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დააკისრა. ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ 6 მაისს დაშავებული ექვსი მოქალაქის ინტერესებს უკვე იცავს და შესაბამისი სარჩელით პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს.
XS
SM
MD
LG