Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ექვსი თვით გააგრძელა მორატორიუმი, დაწესებული ზღვის ფსკერზე ნავთობის მოსაპოვებლად ბურღვაზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ექვსი თვით გრძელდება მორატორიუმი, რომელიც ზღვის ფსკერზე ნავთობის მოსაპოვებლად ბურღვაზე დაწესდა. ამავე დროს, საგანგებო კომისია იკვლევს მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის მიზზებს. ამ შინაარსის განცხადება ობამამ დღეს თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მან ნავთობის ჩაღვრას „უზარმაზარი კატასტროფა“ უწოდა. ამასობაში, ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ ზღვის ფსკერზე გამსკდარ ჭაბურღილში - საიდანაც ნავთობი იღვრება - ამ დრომდე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს სქელი ტალახის ჩატუმბვის ოპერაცია. ამასთან, კომპანიის თქმით, ჯერ ნაადრევია იმის განსაზღვრა, წარმატებული იქნება თუ არა ოპერაცია, რომლის მიზანიც ნავთობის დაღვრის შეჩერებაა. დაღვრილი ნავთობი სერიოზულ ზიანს აყენებს აშშ-ის სამხრეთის სანაპიროს.
XS
SM
MD
LG