Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მექსიკის ყურის სანაპიროზე ჩავიდა


ბარაკ ობამამ მექსიკის ყურის სანაპიროზე ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
ბარაკ ობამამ მექსიკის ყურის სანაპიროზე ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მექსიკის ყურის სანაპიროზე ჩავიდა ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად მიმდინარე სამუშაოებთან გასაცნობად. ეს მისი მეორე ვიზიტია მექსიკის ყურის სანაპიროზე, რომლის ფლორასა და ფაუნასაც დიდ ზარალს აყენებს ზღვის ფსკერზე ჭაბურღილის გასკდომის შემდეგ წყალში ჩაღვრილი მილიონობით ლიტრი ნავთობი. ენერგოკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორ ტონი ჰეიუორდის განცხადებით, დაახლოებით, 48 საათში შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, წარმატებულია თუ არა ჭაბურღილში სქელი ტალახის ჩატუმბვის ოპერაცია წყალში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG