Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ოფიციალურ პირთა თქმით, ირანის ჯარები სამ დღეში ორჯერ შეიჭრნენ ერაყის ტერიტორიაზე


ერაყელი ქურთების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თანახმად, ირანის ჯარებმა საზღვრისპირა რაიონში ქურთ მეამბოხეებთან შეტაკებების დროს სამი დღის განმავლობაში ორჯერ გადაკვეთეს ერაყის საზღვარი. გენერალ-მაიორ ჯაბარ იავალის თქმით, ხუთშაბათს ირანის 30-ზე მეტი ჯარისკაცი ჯავშნიანი მანქანებით და მძიმე შეიარაღებით დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრა ერაყის ტერიტორიაზე. მანამდე ორი დღით ადრე ისინი სამი კილომეტრის სიღრმეზე შევიდნენ ერაყის ტერიტორიაზე. ირანის ჯარები ებრძვიან სეპარტისტული „ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის“ მეამბოხეებს. ეს პარტია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მჭიდრო მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG