Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქორწილო წვეულებაზე ამოქმედებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას 40 ადამიანი ემსხვერპლა


საქორწილო წვეულებაზე, ავღანეთის პროვინცია ყანდაარში, ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 40 ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე 70 მძიმედ დაშავდა. რამდენიმე ხნით ადრე კი ამბოხებულებმა ნატოს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. როგორც ასოშიეტიდ პრესი იუწყება, უკანასკნელი 9 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეიარაღებული ქმედებების შედეგად ნატოს შეიარაღებული ძალების 29 სამხედრო დაიღუპა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ მიმდინარე კვირაში 17 სამხედრო პირი დაკარგა.
XS
SM
MD
LG