Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ პეტერბურგში დააკავეს 11 ახალგაზრდა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რასიზმის ნიადაგზე მკვლელობების ჩადენაში


სანქტ პეტერბურგში დააკავეს 11 ახალგაზრდა, რომლებიც ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე მკვლელობების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ექსტრემისტული ჯგუფის წევრობაში ეჭვმიტანილები 17-23 წლამდე ასაკის არიან. ისინი 2009 წლის დეკემბერში განის მოქალაქის მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დააკავეს. მარკინის განცხადებით, ახალგაზრდები ეჭვმიტანილი არიან რასისტულ ნიადაგზე სხვა მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენაშიც.
XS
SM
MD
LG