Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში დააკავეს ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი


ევროკავშირის კოსოვოში მოქმედი მისიის, EULEX-ის ცნობით, პოლიციამ დააკავა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც აშშ-ის მიერ იძებნება. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში EULEX-ი იუწყება, რომ ეჭვმიტანილი - კოსოვოელი ალბანელი - მიტროვიცის რაიონში დააკავეს. ამავე განცხადების თანახმად, დაკავება განხორციელდა ექსტრადიციის შესახებ ვაშინგტონის განაცხადის საფუძველზე. დაკავებული პირი ეჭვმიტანილია ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG