Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში აფეთქების შედეგად სერბი დემონსტრანტი დაიღუპა


კოსოვოში სერბების საპროტესტო აქციის დროს ერთი დემონსტრანტი დაიღუპა დემონსტრანტების რიგებში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ეთნიკური ნიშნით დაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში მოხდა, როცა ათასამდე სერბი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად მიტროვიცის სერბულ ნაწილში კოსოვოს მთავრობის უწყების გახსნასთან დაკავშირებით. კოსოვოს პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სერბი დემონსტრანტი დაიღუპა აფეთქების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად.
XS
SM
MD
LG