ჟენევის დისკუსიის მე-12 რაუნდი შესაძლოა გადაიდოს - ამის შესახებ დღეს ცხინვალში განაცხადა ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა, რომელიც საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის შეხვედრის ახალი რაუნდის მოსამზადებლად ჩავიდნენ. სააგენტო რესს მოჰყავს ჩოჩიევის განცხადება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო თანათავმჯდომარეთა მიერ წარდგენილი პროექტი არ ასახავს ოსური მხარის წინადადებებს უსაფრთხოების და დევნილთა პრობლემის შესახებ. ბორის ჩოჩიევმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ ცხინვალი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს. სააგენტო რესის ცნობით, ჟენევის დისკუსიის მე-12 რაუნდის შესაძლო გადადების თაობაზე ჩოჩიევის განცხადების საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად არა პაუზის, არამედ მოქმედებების განმტკიცების დროა.
ყველაზე პოპულარული
1