Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ხანძარმა, სულ ცოტა, 29 ადამიანი შეიწირა


ერაყის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სულაიმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარმა ხანძარმა, სულ ცოტა, 29 ადამიანი შეიწირა, მათ შორის უცხოელები. დაშავდა, სულ ცოტა, 22 ადამიანი. უშიშროების სამსახურის ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადებით, ხანძარი არ ყოფილა „ტერორისტული აქტის“ შედეგი. მისივე თქმით, ხანძარი, როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობის ხარვეზმა გამოიწვია. ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის არიან რამდენიმე ბანგლადეშელი, აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები და, სულ ცოტა, ერთი კანადელი.
XS
SM
MD
LG