სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი მეზობელ ჩადში ჩავიდა მიუხედავად მისი დაპატიმრების ორდერისა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ალ-ბაშირის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ეს ბრალდებები დარფურის რეგიონში ძალადობას უკავშირდება. 2009 წელს დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ალ-ბაშირი პირველად გაემგზავრა ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია. მაგრამ ჩადის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩადი არ აპირებს ალ-ბაშირის დაპატიმრებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეაქცია ჯერ უცნობია. ალ-ბაშირი ჩადში რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. გაეროს შეფასებით, დასავლეთ სუდანში მდებარე დარფურის რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაღუპულების რიცხვი 300 000-ს აღწევს, ადგილნაცვალ პირთა რიცხვი კი 2,7 მილიონს.
ყველაზე პოპულარული
1