Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ავიამზიდმა რვა ირანელი მეზღვაური გადაარჩინა


რვა ირანელი მეზღვაური, რომელთა გემს ცეცხლი გაუჩნდა, აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენებმა გადაარჩინეს არაბეთის ზღვაში. ცნობით, ბირთვული ავიამზიდის, „ჰერი ტრუმენის“ ორმა შვეულმფრენმა განახორციელა გადარჩენის ოპერაცია ღია ზღვაში. აშშ-ის ფლოტის თანახმად, მეზღაურები დარჩებიან ავიამზიდზე, რომელიც „ავღანეთში მტკიცე მშვიდობის ოპერაციას“ უწევს მხარდაჭერას, სანამ მათი სამშობლოში უვნებელი დაბრუნება გახდება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG