Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისა იამადაევის თქმით, ის შეურიგდა რამზან კადიროვს


ბატალიონ „ვოსტოკის“ ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, გავლენიანი ჩეჩნური ოჯახის წარმომადგენელმა ისა იამადაევმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რამზან კადიროვს შეურიგდა. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ამის შესახებ იამადაევმა კვირას განაცხადა გუდერმესში, სადაც შეხვდა კადიროვს. მისი სიტყვებით, ის მზადაა, კადიროვის თანამებრძოლი გახდეს. თავად კადიროვმა დაადასტურა იამადაევის სიტყვები. კადიროვის თქმით, შეხვედრა შედგა რიგი უხუცესების თხოვნით. როგორც იტყობინებიან, იამადაევების ოჯახი მტრულ ურთიერთობაში იყო კადიროვთან. ისას ძმა რუსლანი 2008 წელს დაიღუპა მოსკოვში მომხდარი თავდასხმისას. მეორე ძმაზე, სულიმზე, 2009 წელს მოხდა თავდასხმა დუბაიში. საამიროების ხელისუფლება აცხადებს, რომ ის დაიღუპა, მაგრამ ისა იამადაევის თანახმად, მისი ძმა ცოცხალია და სამკურნალოდ იმყოფება.
XS
SM
MD
LG