Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში წყალდიდობით დაზარალებულებს მსოფლიო 800 მილიონ დოლარზე მეტით დაეხმარება


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შაჰ მეჰმუდ ყურეშიმ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი 800 მილიონ დოლარზე მეტი შეწირულობისთვის და მზადყოფნისთვის, დაეხმაროს პაკისტანში წყალდიდობით დაზარალებულებს. მანვე განაცხადა, რომ შეწირულობის რაოდენობა გამოხატავს პაკისტანისადმი „სოლიდარობას“.
ცნობით, შეწირულობის რაოდენობა ამ ეტაპზე 815 მილიონი დოლარია, რომელიც მილიონობით დაზარალებულის სურსათით, საცხოვრებლით და სამედიციო მომსახურეობის უზრუნველყოფას მოხმარდება. პაკისტანიდან იუწყებიან, რომ მის სამხრეთში, ათეულ ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი არეალი და ამაღლებულ ადგილებს შეაფარა თავი ახალი წყალდიდობის მოლოდინში.
XS
SM
MD
LG