Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევმა განკარგულება გასცა, შეჩერდეს ხიმკის ტყის გავლით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა


რუსეთის მასმედიის თანახმად, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, თავისი ვიდეო ბლოგის გზით დღეს განკარგულება გასცა, შეჩერდეს მოსკოვში, ხიმკის ტყის გავლით ახალი, ფასიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. მედვედევის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ, ხალხი, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, სოციალური ჯგუფები და ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა დამატებითი ანალიზი.“ ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ რეაგირება გააკეთა მოსახლეობის პროტესტზე.
XS
SM
MD
LG