Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი: ”ტერორიზმს ვერ დავამარცხებთ, თუ ტერორისტების ბუდეები არ მოვშალეთ”


ავღანეთის პრეზიდენტრი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სავარაუდო გეგმამ, მომავალ წელს გაიყვანოს ავღანეთიდან სამხედრო შენაერთები, თალიბანის ”განწყობის ამაღლება გამოიწვია”. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ ტერორიზმი ვერ დამარცხდება თუკი არ მოიშლება ისეთი ტერორისტული ბუდეები, რომლებიც პაკისტანში მოქმედებენ და სადაც მებრძოლებს ამზადებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთიდან სამხედრო შენაერთის გაყვანა პირდაპირ იქნება დაკავშირებული ავღანეთის უსაფრთხოებასთან. დღეს შეიარაღებულმა თალიბმა იერიში მიიტანა ჩრდლოეთ ავღანეთში არსებულ პოლიციის შენობაზე, რის შედეგადაც 8 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG