Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასკების სეპარატისტულმა ორგანიზაციამ ძალადობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა


ბასკების გასამხედროებულმა სეპარატისტულმა ორგანიზაცია „ეტა“-მ გამოაცხადა, რომ უარს ამბობს ძალადობაზე, ესპანეთში „დემოკრატიული პროცესის ამოძრავების“ ხელშესაწყობად. ძალადობის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩაწერილია ვიდეოფირზე, რომელიც დღეს აჩვენა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ. მანამდე ორი დღით ადრე ესპანეთის მედია იუწყებოდა, რომ "ეტა"-ს პოლიტიკური ფრთა გამოვიდა მოწოდებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. "ეტა"-ს, რომელიც საგრძნობლად დაასუსტა მისი წევრების დაპატიმრების ბოლოდროინდელმა ტალღებმა, უკვე წელიწადზე მეტია, აღარ მოუწყია მასშტაბური იერიში. ევროკავშირსა და შეერთებული შტატებს „ეტა“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი.
XS
SM
MD
LG