ეს კვირა საერთაშორისო დელეგაციების სტუმრობით იყო დატვირთული, ამავე კვირაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა დელეგაციები იძლეოდნენ რეკომენდაციებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით და სხვ. ამავე კვირაში, 13 სექტემბერს, ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ დაიწყო საქმის წარმოება საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს სარჩელი ჰააგაში 2008 წლის 12 აგვისტოს შევიდა. სარჩელში ქართული მხარე, 1965 წელს გაეროს მიერ მიღებულ კონვენციაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ 1990-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული მხარე, სეპარატისტების მხარდაჭერით, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მასობრივ ეთნიკურ დისკრიმინაციას ეწეოდა. 2008 წელს, განაცხადის შეტანიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, თინა ბურჯალიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საერთაშორისო სასამართლოს მოსმენაზე სასამართლოს ინგლისურად მიმართავს:
„ეს სარჩელი არის აღძრული საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე, რომელიც მიმართულია ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ. კონკრეტულად ეს შეეხება მიმდინარე დისკრიმინაციას ასობით ათასი ეთნიკური ქართველისა მოპასუხე მხარის და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მეშვეობით.“
ამავე მოსმენაზე და უკვე 13 სექტემბერსაც რუსულმა მხარემ სასამართლოს სთხოვა საქმე წარმოებაში არ მიეღო, რადგან, რუსული მხარის აზრით, რუსეთი იყო მესამე მხარე კონფლიქტში და ამიტომ დისკრიმინაციაში მისი ბრალდება დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.
მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, ჰააგის სასამართლო ქართულ მხარეს უსმენდა. ანა ჭიჭინაძე, სტუდენტი, რომელიც ნიდერლანდებში სწავლობს და 13 და 14 სექტემბრის მოსმენებს ესწრებოდა, როგორც თავისუფალი მსმენელი, ამბობს:
„თუ, ვთქვათ, გუშინ რუსეთი უფრო იურიდიულ დეტალებში ჩავიდა ღრმად და შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა, რადგან საქართველომ ურთიერთობებში შეცდომები დაუშვა, დიპლომატიურ და იურიდიულ ურთიერთობებში, საქართველო დღეს უკვე შეეცადა ფაქტები დაედო. მხარემ წარმოადგინა სააკაშვილის მიმართვები, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, სადაც იყო დაფიქსირებული ქვეყნის ჩივილი რუსეთის წინააღმდეგ, დაწყებული 1992 წლიდან.“
რა ხდებოდა პარალელურად კვირის დასაწყისში თბილისში? ორშაბათს, 13 სექტემბერს, საქართველოში იმყოფებოდა იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ვალტერ კელინი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა თბილისში, სოხუმსა და გალში. 13 სექტემბერს ვალტერ კელინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვალტერ კელინმა მინისტრ კობა სუბელიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2009 წელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია. ვალტერ კელინი ასევე გაეცნო დევნილებისათვის უძრავი ქონების დაკანონების სტატისტიკას,
16 სექტემბერს კი უკვე აფხაზეთიდან დაბრუნებულმა ვალტერ კელინმა წარმოადგინა კონცეფცია, სახელწოდებით „გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო“, და საკუთარი მოსაზრებები დევნილთა მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
”გრძელვადიანი გადაწყვეტა, ცხადია, დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, მათი ქონების რესტიტუციას გულისხმობს, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მოსაგვარებელი პრობლემაა. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, ყველაზე მთავარი მასში დევნილების ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. პროგრესს ვხედავ, მაგრამ ვხედავ მოუგვარებელ პრობლემებსაც, რაც, მაგალითად, კერძო საკუთრებებიდან მათ გამოსახლებას უკავშირდება. გასაგებია, რომ მესაკუთრეს თავისი უფლებები აქვს, მაგრამ ამ ხალხს ნორმალური საცხოვრებელი პირობები უნდა შევუქმნათ და რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ. ეს უკვე მთავრობის ვალდებულებაა, ჩვენ ეს არ გვევალება, მაგრამ სწორედ იმას ვცდილობთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად მიაღწიოს ამას და, ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა.”
ამ კვირაში მუშაობა დაასრულა, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ. პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის განხილვას დაახლოებით ერთ კვირაში შეუდგება, მანამდე კი საბოლოო დასკვნას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც გამოაქვეყნებს. ვენეციის კომისიის 4 წევრი და თავმჯდომარე 16-17 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ მთავრობის წევრებს, ოპოზიციას, პარლამენტარებს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს. ვიზიტის მიზანი იყო ინფორმაციის მოგროვება, რომლის შედეგადაც დასკვნა დაიდება.
ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკეტის განცხადებით, საქართველოს მიერ შეთავაზებული ვერსიით, პრემიერს საკმაოდ დიდი ძალაუფლება ექნება. მაგალითად, მას შეეძლება მთავრობის წევრის გამოცვლა პარლამენტის დასტურის გარეშე. მსგავსი ძალაუფლება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრემიერი არის პარლამენტის კონტროლის ქვეშ და როცა პარლამენტს აქვს შესაძლებლობა პრემიერი მოხსნას და ის ახალი პრემიერით ჩაანაცვლოს. თუმცა, მისი განმარტებით, მსგავსი მოდელის არჩევა ქართული მხარის მიერ მისთვის გასაგები მიზეზებით აიხსნება. ”ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სტაბილური და ეფექტური მთავრობა სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გვესმის მოთხოვნა ძლიერი პრემიერ-მინისტრისა”, განაცხადა ტომას მარკეტმა და იქვე დაამატა:
”ძლიერი პრემიერ-მინისტრი ნაკლებად საშიშია ძალაუფლების ბალანსისთვის, ვიდრე ძლიერი პრეზიდენტი, რადგან ის, წესით, პასუხისმგებელია პარლამენტის მიმართ და მისი გადაყენება პარლამენტს შეუძლია.“
15 სექტემბერს საქართველოში სწავლა დაიწყო. წლევანდელი სასწავლო წელი სკოლებში მრავალი სიახლით აღინიშნა, მათ შორის, ორსემესტრიანი სწავლის სისტემით, ნაცვლად ტრიმესტრული სწავლებისა, გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემებით - სათვალთვალო კამერებითა და მანდატურებით, სპეციალური საბავშვო კომპიუტერებით 300 ათასი პირველკლასელისთვის და ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლებით და, რაც მთავარია, სწავლის დაწყების, არდადეგების გამოცხადებისა და სწავლის დასრულების განსაზღვრული თარიღებით. სიახლეა ისიც, რომ მეთორმეტეკლასელები წლის ბოლოს საატესტაციო გამოცდებს ჩააბარებენ.
16 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დეპუტატებმა თბილისში გასვლითი სხდომა დაიწყეს. ორდღიან სხდომას არ ესწრებოდნენ რუსი დეპუტატები. მათ შორის ერთს, სერგეი მარკოვს, ვიზა ქართულმა მხარემ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის გამო არ მისცა, სხვა სამი დეპუტატი კი, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყებოდა, არ ჩამოვიდა იმის გამო, რომ გარანტირებული არ იყო მათი უსაფრთხოება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ხრისტოს პურგურიდესმა ამ თემის კომენტირებისას შენიშნა, რომ ქართულ მხარეს რუსი დეპუტატისთვის ვიზის გაცემაზე უარი არ უნდა ეთქვა:
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსი დეპუტატის, ბატონ მარკოვისთის უნდა გაეცა ვიზა. უარის თქმას ვიზის გაცემაზე მე განვიხილავ როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების საწინააღმდეგო ქმედებას. რა თქმა უნდა, ეს ქმედება კანონიერია საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო კანონმდებლობა ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას.”
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლის სურვილი ამირან ტოტიკაშვილმა შაბათს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის წინ გააკეთა. მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ქართველ ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებულმა ინციდენტმა: იაპონიაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ცირეკიძემ ტატამზე გამოცხადება დააგვიანა. ამავე სხდომაზე დაისვა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დილარ ხაბულიანის გადაყენების საკითხიც, თუმცა იგი სხდომას არ ესწრებოდა.