Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მედვედევი, მერკელი და სარკოზი ხვდებიან


საფრანგეთის ქალაქ დოვილში დღეს საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება. ნიკოლა სარკოზის, ანგელა მერკელისა და დმიტრი მედვედევის შეხვედრის მთავარი თემა ევროპული უსაფრთხოების საკითხებია, მათ შორის ევროპაში ნატოს ეგიდით ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მოუწოდებენ რუს კოლეგას ანტისარაკეტო ფარის შექმნაში თანამშრომლობისკენ. რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილება რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი.
XS
SM
MD
LG