Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა დროებით შეწყვიტა ავიაფოსტის მოქმედება


საბერძნეთმა 48 საათით შეაჩერა ფოსტის გაგზავნა საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც ამანათებში ჩადებული ბომბები გაიგზავნა რამდენიმე ქვეყნის მთავრობების ოფისებში, ისევე როგორც ათენში საელჩოების შენობებში. სამშაბათს მომცრო ბომბები აფეთქდა ათენში შვეიცარიისა და რუსეთის საელჩოებში. ამას გარდა, პოლიცია ადასტურებს, რომ გააუვნებელყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ათენში ბულგარეთისა და ჩილეს დიპლომატიურმა მისიებმა მიიღეს. ასევე გააუვნებელყვეს ამანათებში ჩადებული ბომბები, რომლებიც საბერძნეთიდან გაიგზავნა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის და იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ოფისებში. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ფოსტის მუშაობა 48 საათით შეწყდა, რათა გამომძიებლებმა იერიშებთან დაკავშირებით მასალის შეგროვება შეძლონ. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი დრუცასის განცხადებით, ბომბიან ამანათების გაგზავნას "არა აქვს კავშირი" საერთაშორისო ტერორიზმთან. სამშაბათს ათენში ორი მამაკაცი დააკავეს, გზავნილებთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. ვარაუდობენ, რომ ბომბებიან ამანათებზე პასუხისმგებლობა ანარქისტ ექსტრემისტებს ეკისრება.
XS
SM
MD
LG