საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 22-15 დაამარცხა კანადის ნაკრები. საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა დღეს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მომდევნო საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართავს.