Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლება არ ადასტურებს საქინე აშტიანის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


ირანის ხელისუფლება არ ადასტურებს ხუთშაბათს ერთ-ერთი გერმანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღალატში ბრალდებული და სიკვდილმისჯილი ქალი საქინე აშტიანი თავისუფალია. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ირანის ხელისუფლება მისი გათავისუფლების ინფორმაციას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებდა. რადიო ”თავისუფლების” ირანის ბიუროს კორესპონდენტი იტყობინება, რომ ინფორმაცია საქინე აშტიანის გათავისუფლების შესახებ არ დასტურდება.

XS
SM
MD
LG