Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში დაკავებულია აგვისტოში გაქცეული 25-დან შვიდი პატიმარი


ტაჯიკეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ მეზობელ ავღანეთში დააკავეს 25-დან შვიდი პატიმარი, რომლებიც აგვისტოში გაიქცნენ ციხიდან. ეროვნული უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა, ნოზირჯონ ბურიევმა თქვა, რომ ხელახლა დაკავებულთა შორის არის ორი ტაჯიკი, რომლებიც ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობისთვის იყვნენ გასამართლებული. მათ შორის არის აგრეთვე ავღანეთის სამი მოქალაქე, რომლებიც მკვლელობისა და ტრეფიკინგისთვის იხდიდნენ სასჯელს. დანარჩენი ორი დაკავებულის ეროვნებას არ იტყობინებიან. გასული კვირის ბოლოს ჩატარებული ოპერაციის შედეგად ხელახლა დაკავებულ ან მოკლულ პატიმართა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG