ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი მფლობელის, მიხაილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის, პლატონ ლებედევის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი საქმის გამო სასამართლოს განაჩენის წაკითხვა შეიძლება მომავალ წელს დასრულდეს. განაჩენის წაკითხვა უკვე მესამე დღე გრძელდება მოსკოვის სასამართლოში. დაცვის აზრით, მოსამართლე ვიქტორ დანილკინმა, ფაქტობრივად, გადაწერა ბრალდების დასკვნები.
ყველაზე პოპულარული
1