Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკიპედიას 10 წელი შეუსრულდა


დღეს 10 წელი შესრულდა პოპულარული საინტერნეტო ენციკლოპედიის, ვიკიპედიის დაარსებიდან. ვიკიპედიის ავტორები, უმეტესწილად, არიან მოხალისეები, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. ასობით მილიონი ადამიანი სარგებლობს ვიკიპედიით, რომელიც მრავალ ენაზე არსებობს, მათ შორის ქართულად. ის მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარულ ვებსაიტს მიეკუთვნება. საიტის დამაარსებელია ამერიკელი ჯიმი უელსი. მისი განცხადებით, შემდეგ ათწლეულში ორგანიზაციის მიზანია ვიკიპედიაში მეტი ავტორის მიზიდვა, მათ შორის მეტი ქალის და განვითარებადი ქვეყნების მეტი წარმომადგენლის.
XS
SM
MD
LG