Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანისა და ”ექვსეულის” შეხვედრა სტამბოლში იმართება


ირანისა და ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს გამართავენ დღეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. ირანის დელეგაციას ბირთვულ სფეროში ირანის წარმომადგენელი საიდ ჯალილი ხელმძღვანელობს. ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და აშშ-ს ექვსეულს კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგფენელი კეტრინ ეშტონი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის დეკემბერში გამართულმა მოლაპარაკებებმა მცირე პროგრესი მოიტანა ირანში ურანის გამდიდრების საკითხზე ჩიხში შესული მოლაპარაკებების დასაძრავად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ურანის გამდიდრების პროგრამას ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, რომელიც აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, გამოთქვამს იმედს, რომ შეხვედრა ”შინაარსიან და პრაქტიკულ პროცესამდე” მიიყვანს მხარეებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის თქმით, აშშ არ მოელის ”დიდ გარღვევას” სტამბოლის შეხვედრისგან, თუმცა, აშშ-ს სურს განიხილონ წინადადება ირანის მიერ დაბალგამდიდრებული ურანის ბირთვულ საწვავში გაცვლის შესახებ.
XS
SM
MD
LG