ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის 30-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. კაიროსა და სუეზში დემონსტრანტების ჯგუფებია შეკრებილი. ასეთ ფონზე ცნობილი რეფორმატორი ფიგურა, წარსულში გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელი მუჰამედ ელ ბარადეი, ვენიდან ეგვიპტეში ბრუნდება. ანალიტიკოსების აზრით, მისი ჩასვლა სავარაუდოდ გააძლიერებს საპროტესტო ტალღას, რომელსაც აქამდე ერთიანი ლიდერი აკლდა.
ყველაზე პოპულარული
1