Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს უკრაინიდან გასვლის ნებას არ მისცემენ


უკრაინის პროკურატურამ დაადგინა, რომ არ მისცემს ქვეყნიდან გასვლის უფლებას ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს. ტიმოშენკო თებერვალში პოლიტიკურ თავყრილობაზეა მიწვეული ბრიუსელში. პროკურატურის თანახმად, არის ინფორმაცია, რომ ტიმოშენკომ, რომლის მიმართ უკრაინაში სასამართლო საქმეა აღძრული, შეიძლება გამოიყენოს შესაძლებლობა და თავი აარიდოს მართლმსაჯულებას.
XS
SM
MD
LG