Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსის დამფუძნებელი შვედეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძვის


ვიკილიკსის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი დღეს გამოცხადდა ლონდონის სასამართლოზე. იქ დაიწყო მოსმენა შვედეთისთვის მისი გადაცემის თაობაზე. შვედეთში ასანჟის მიმართ საქმეა აღძრული სექსუალური დანაშაულის მუხლით. ეჭვმიტანილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკურადაა მოტივირებული. ასანჟმა გამოაქვეყნა აშშ-ის ათასობით საიდუმლო დოკუმენტი. მისი ადვოკატები შიშობენ, რომ თუკი ასანჟი შვედეთს გადასცეს, იქიდან მოსალოდნელია მისი ექსტრადიცია აშშ-ში, სადაც შეიძლება ბრალად წაუყენონ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. პროცესი ლონდონში ორ დღეს გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG