აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ამ პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. სოხუმში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის კონსტიტუცია პრეზიდენტობის უფლებას მხოლოდ ორი ვადით ანიჭებს და კანონის შეცვლა დაუშვებელია. სერგეი ბაღაფშმა ხელისუფლების სათავეში დიდხანს ყოფნას დამღუპველი უწოდა და ამის დასტურად ახლო აღმოსავლეთში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები მოიყვანა.
ყველაზე პოპულარული
1