”საქართველოს განათლების კვირეული 2011” - ასეთი სახელწოდების გამოფენა გაიხსნა „ექსპოჯორჯიას“ ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ: საქართველოში არსებული სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, პროფესიული განათლების ცენტრები, ასევე უცხოური უნივერსიტეტები და ის ბანკები, რომლებიც სტუდენტურ სესხებს გასცემენ. უნივერსიტეტებმა გამოფენაზე ის სიახლეები წარმოაჩინეს, რომელთა შეტანასაც ახალ სასწავლო პროგრამაშიც გეგმავენ.
საინფორმაციო ბუკლეტები სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების შესახებ, სასწავლო ტექნიკური აღჭურვილობა, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები და სამოსი, არქიტექტურული ნაგებობების მაკეტები - ყველაფერი ეს ერთადაა თავმოყრილი გამოფენაზე. მსგავსი გამოფენა პირველად ტარდება. მისი მიზანი გახლავთ ის, რომ ახალი სასწავლო წლისთვის დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების თავისებურებისა და პროგრამების შესახებ.
გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ექსპოჯორჯიას“ პროგრამების კოორდინატორი თეონა თავაძე გვეუბნება, რომ უმაღლესი განათლების ბაზარზე დიდი კონკურენციაა, სხვადასხვა სასწავლებლები ღია კარის დღეებს მართავენ აბიტურიენტებისთვის იმ მიზნით, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ, ასეთ გამოფენაზე კი ყველა ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი და კონკურენციაც თვალსაჩინოა. ამასთან, გამოფენაში სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტებიც ჩაერთნენ, რასაც, თეონა თავაძის სიტყვებით, ორგანიზატორები არ ელოდნენ:
”საქართველოს უნივერსიტეტების გვერდით მონაწილეობას იღებენ: რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბალტიის საერთაშორისო აკადემია, ლატვიის უნივერსიტეტი, კვიპროსის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ანუ ეს უნივერსიტეტები საკუთარ პირობებს, სწავლის ხარისხს და პროგრამებს სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს საქართველოშიც და, როგორც აღმოჩნდა, არაერთი ქართველი სტუდენტი მათ უნივერსიტეტში უკვე სწავლობს.”
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოფენაზე საკუთარი გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნები და სასწავლო სამეცნიერო სიახლეები წარმოადგინა, რაზეც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული საუბრობს:
”ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქ წარმოდგენილია განათლების სამივე ციკლით: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ღირსება, რაც ამ უნივერსიტეტს აქვს. ასეთი პროგრამები სხვა უნივერსიტეტებსაც აქვთ, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ის პროგრამები, რომლებიც უნდა ჰქონდეს უმაღლეს სასწავლებელს და უნივერსიტეტს, როგორც ინსტიტუციას.”
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტენდთან მისული დამთვალიერებელი ნახავდა, რომ მალე უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება. ამასთან, სიახლეა საგანმანათლებლო კუთხითაც:
”სიახლე ეს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა, რომელშიც არის სამი უმნიშვნელოვანესი სპეციალობა, რომელიც არ არის განვითარებული”, - გვიხსნის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კანცლერი და დამფუძნებელი ნინო ტორონჯაძე. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი კი გვიყვება, რომ ახალი სასწავლო წლიდან ინსტიტუტში საბაკალავრო პროგრამა ექნებათ.
ტექნიკური დარგის უნივერსიტეტებს ტექნიკური აღჭურვილობა აქვთ წარმოდგენილი - მაგალითად, ბულდოზერის მართვის შემსწავლელი სიმულატორი, სავარძლითა და ვიდეომონიტორით.
გამოფენაზე მისული აბიტურიენტები გვეუბნებიან, რომ მათ სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს გამოფენიდან. თეკლა ვეკუა წელს აბარებს. სავარაუდოდ, თავისუფალ უნივერსიტეტს აირჩევს, მაგრამ სხვა სასწავლებლების პროგრამებიც აინტერესებს:
”ძალიან მომზადებულები არიან ისინი, რომლებიც პრეზენტაციას აწყობენ. ბევრი რამე გავიგე. ცოტა დრო დარჩა გამოცდებამდე და თითქმის გავაკეთე არჩევანი, სად უნდა ჩავაბარო.”
”საქართველოს განათლების კვირეული 2011” 15 მარტამდე გასტანს. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, კვირეულის ფარგლებში, ღია კარის დღე გამოფენაზევე დაგეგმა.