Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში უნიკალური ქართულ-ამერიკული ლაბორატორია იხსნება


საქართველოში დღეს გაიხსნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია, რომელიც თავისი მასშტაბით და შესაძლებლობებით უნიკალურია არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ლაბორატორიაზე, რომელიც უახლესი სტანდარტებით არის აგებული და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ლაბორატორიის მიზანია კავკასიის რეგიონი აქტიურად ჩაერთოს ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, აწარმოოს უნიკალური სამეცნიერო კვლევები და გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი.
XS
SM
MD
LG