Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ტანკები შევიდნენ ჰომსის არეალში


სირიის ქალაქ ჰომსის მოსახლეობის თანახმად, დღეს ტანკებმა იერიში მიიტანეს სამ არეალზე. ტანკების შესვლის შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებიდანაც. უფლებების დაცვის სირიის სამეთვალყურეო ორგანიზაციის თანახმად, სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირი, 12 წლის ბავშვი მოკლეს, როცა ტანკები შევიდნენ ბაბ სადააში, ბაბ ამროსა და ტალ ალ-სურში. ცნობით, უფლებადამცველებს აქვთ ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, მაგრამ დადასტურება ჭირს. მთავრობის თქმით, 11 ჯარისკაცი იქნა მოკლული, შეიარაღებული „ტერორისტული ჯგუფების“ მიერ. ჰომსში პარასკევის ლოცვის შემდეგ დემონსტრაციისას 15 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG