Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის სასამართლო სტროს-კანის საქმის განხილვას განაახლებს


ნიუ -ორკის სასამართლოში დომინიკ სტრო-კანის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. გაიმართება მოსმენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედება სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში. მოელიან, რომ სტროს-კანი თავს უდანაშაულოდ გამოაცხადებს. ბრალდება სასტუმროს დამლაგებლის ჩვენებას ეყრდნობა. შეგახსენებთ, ბრალის წაყენების შემდეგ დომინიკ სტროს-კანი თანამდებობიდან გადადგა. ის ახლა ნიუ-იორკში შინაპატიმრობაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG