7 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბადრი ბიწაძეს გირაოს - 100 ათასი ლარის - გადახდის ვადა ამოეწურა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენა, თუმცა იმავე დღეს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება მოითხოვა. რატომ არ ითანამშრომლა ბრალდებულმა გამოძიებასთან და რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას?
ბადრი ბიწაძეს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ ბრალი მიმდინარე წლის 30 მაისს წაუყენა, თუმცა მანამდე ტელევიზიებმა გამოაქვეყნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული, ეგრეთ წოდებული, „მამხილებელი ოპერატიული მასალები“. მათზე იყო აწყობილი მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის საჯარო განცხადებაც:
„სახალხო კრებასთან“ შექმნილი ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის ამჟამად დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავასა და ხუთი მოწმის ჩვენებების, ასევე ვიდეო-აუდიო და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ ბრალდებულად ცნო ბადრი ბიწაძე წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმებისათვის. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენების თაობაზე.“
პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის პირველ ივნისს დააკმაყოფილა და გირაოს გადახდის ვადად შვიდი ივნისი დაასახელა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბიწაძემ სასამართლოს მიერ მიცემული დრო არ გამოიყენა და ასი ათასი ლარი არ გადაიხადა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის გაგი მოსიაშვილის თქმით, მსგავს შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოქმედების თავისუფლებას პროკურატურას უტოვებს:
„პროკურატურას უფლება აქვს შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში და თქვას, ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაო და ამიტომ შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ანუ პატიმრობით.“
ბადრი ბიწაძის ბრალდებულად ცნობას რამდენიმე საათში გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „სახალხო კრების“ ლიდერმა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე განაცხადა, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას:
„რით ვერ გაიგე, სააკაშვილო, რომ თუ სხვისი შვილები და ოჯახის წევრები ვერ გამომყავს გირაოთი, მაინცდამაინც ჩემი ქმრისათვის იმ გირაოს არ გადავიხდი. ამწუთას ნამდვილად არ ვიცი, სად არის ჩემი მეუღლე და არც მაინტერესებს, გნებავთ, დაიჯერეთ და გნებავთ - არა! რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბადრი ბიწაძე, მე არ ვიცი!“ - ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ 30 მაისს გააკეთა, შემდგომმა ერთმა კვირამ კი აჩვენა, რომ ბადრი ბიწაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რაც ბუნებრივად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელ დირექტორს მანანა კობახიძეს:
„როდესაც ადამიანს არ აქვს სამართლიანი სასამართლოსა და მართლმსაჯულების უფლება, ალბათ, ლოგიკური გამოსავალია ის, რომ ადამიანი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც არ აქვს იმედი სამართლიანი მართლმსაჯულებისა. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი იმის გამოა ძებნილი და საქართველოდან გაქცეული, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს, თორემ შეიძლება ძიებაც დაიწყოს და ბრალიც წაეყენოს, მაგრამ როდესაც გაქვს იმედი, რომ სასამართლოში დაამტკიცებ შენს უდანაშაულობას, მიდიხარ სასამართლოში და არ იმალები.“
მანანა კობახიძის თქმით, საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის დაუსწრებლად გასამართლებასაც ითვალისწინებს. ამასთან, ბადრი ბიწაძისათვის წაყენებული ბრალდება, - წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი ჯგუფის მიერ, - დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პროკურატურას უფლება აქვს შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში და თქვას, ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაო და ამიტომ შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ანუ პატიმრობით...

სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი იმის გამოა ძებნილი და საქართველოდან გაქცეული, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს...